21-09-2023 13:39:43 კავკასია
სომხეთში ევროკავშირის მისიამ (EUMA) გააძლიერა პატრულირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე,– ამის შესახებ ნათქვამია მისიის მიერ 21 სექტემბერს, დილით Twitter-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
„EUMA-მ გააძლიერა პატრულირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისა და საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, მათ შორის სოფელ სოტკის მიმდებარედ, რათა შეატყობის ადგილზე სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში მოვლენათა რაიმე განვითარების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირმა სამოქალაქო მისია სომხეთში უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე წლის იანვარში ჩამოაყალიბა.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტულ ღონისძიებებს“ იწყებს. 20 სექტემბერს შუადღისას, ერთდღიანი ბრძოლის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება საომარი მოქმედებების შეჩერებაზე მთიან ყარაბაღში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ყარაბაღის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი დაეთანხმნენ ბაქოს პირობებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. 21 სექტემბერს მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და მთიანი ყარაბაღის სომხების წარმომადგემლებს შორის.
21 სექტემბერს გავრცელდა ცნობები სომხეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში შეიარაღებული ინციდენტის შესახებ.