Accentnews.ge
კახა კალაძე: ნათია თურნავას მიმართ პრეზიდენტის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე

კახა კალაძე: ნათია თურნავას მიმართ პრეზიდენტის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე

21/09/2023 10:20:55 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელ სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას უნდა იცავდეს და ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე და ცუდია“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები კარგად ხედავენ, „ქვეყნის პრეზიდენტი როგორ მოქმედებს კონსტიტუციასთან ან თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით“.

„რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ყველაფერი ცხადია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს რეალურად, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებით, როგორ მოქმედებს ან თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს. საბჭოს კი მიმართავს, ბათილად გამოაცხადოს ნათია თურნავას გადაწყვეტილება, რომლითაც საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S