
მედია: ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გაიტაცეს და სცემეს, იგი დაიღუპა
21/09/2023 11:13:10 სამართალი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც რამდენიმე პირმა გაიტაცა და გარდაბნის ტყეში აწამა, დაიღუპა, – იუწყება "მთავარი არხი".
მისი ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა.
"ოთარ გელაშვილს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მწყემსმა იპოვა, რის შემდეგაც ის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
მომხდარზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.
შსს-ს მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია", – იუწყება "მთავარი არხი".