Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ამ ყველაფრიდან სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო

ირაკლი კობახიძე: ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ამ ყველაფრიდან სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო

21/09/2023 11:55:40 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ "ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ამ ყველაფრიდან სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო".

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის სურვილი იყო „კიდევ ერთხელ კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი“, რისი საშუალებაც არ მიეცათ.

„გუშინ ჭიქაში ქარიშხალი არაფრიდან შექმნეს, საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ? ერთი, რომ ეს სანქციები 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან, არავითარი პრობლემა არ ექმნება არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს, დამთავრდა, ამოიწურა ეს საკითხი, ასე დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ამ ყველაფრიდან სახელმწიფომ იდეალური სურათი მიიღო. „ზოგი ჭირი მარგებელია“ - ასეთი გამოთქმა არის, ამ შემთხვევაში, ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, თუმცა, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი დაისაჯეს ამ ყველაფრით“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომის აღდგენის შესაძლებლობა მიეცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, სებ-ი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვა. გარდა ამისა, მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S