Accentnews.ge
დაბა ადიგენის შესასვლელში, ე.წ. ,,ჩორჩანის წყაროს“ მიმდებარედ  დასასვენებელი სკვერი მოეწყო

დაბა ადიგენის შესასვლელში, ე.წ. ,,ჩორჩანის წყაროს“ მიმდებარედ დასასვენებელი სკვერი მოეწყო

21/09/2023 13:04:29 რეგიონები, რეკლამა

დაბა ადიგენის შესასვლელში, ე.წ. ,,ჩორჩანის წყაროს“ მიმდებარედ დასასვენებელი სკვერი მოეწყო.

აღნიშნულ ლოკაციაზე პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტილის გარე განათებები დასასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები დამონტაჟდა. ტერიტორია კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ასევე, მოეწყო სტენდი წარწერით «ადიგენი», სადაც მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლებია წარმოდგენილი. სკვერს ამშვენებს სახელმწიფო სიმბოლო, საქართველოს ეროვნული დროშაა, რომელიც მის მიმდებარედ არის აღმართული.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სივრცე, დაბა ადიგენის შემოსასვლელში მდებარეობს, ამიტომ მისი კეთილმოწყობა მნიშვნელოვანი იყო, როგორც ვიზუალური ეფექტის თვალსაზრისით, ასევე გართობისა და დასვენებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S