Accentnews.ge
პეტრას აუსტრევიჩუსი – სებ–ის გადაწყვეტილებაზე: დროა, საქართველომ განგაშის ზარებს შემოჰკრას

პეტრას აუსტრევიჩუსი – სებ–ის გადაწყვეტილებაზე: დროა, საქართველომ განგაშის ზარებს შემოჰკრას

21/09/2023 13:37:34 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების მიმართ მიდგომის შეცვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "დროა, საქართველომ განგაშის ზარებს შემოჰკრას". ამის შესახებ მან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

"ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შოკირებული ვარ. ჩვენ ვნახეთ ძალიან სეროზული და ერთგული ხალხი, რომლებმაც ბანკი დატოვეს. რა არის არასწორი? ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ სებ–ის ზოგიერთი გადაწყვეტილების პერსონალიზაცია. თუ ჩვენ ისეთ სერიოზულ ინსტიტუტებს, მაგალითად, ეროვნული ბანკს, მოვარგებთ, რომ იმუშაოს ზოგიერთ ინდივიდზე პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ასეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტში თანმიმდევრულობა აღარ იქნება. ეს ყველაფერი მიგვიყვანს იმ წერტილამდე, რომ გვექნება უფრო და უფრო მეტი უკუსვლა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილელები, რომელიც არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, სახელმწიფო ინტერსებს ემსახურება და ფაქტობრივად, სანქციების განხორციელებას უკავშირდება. შესაბამისად, ვიტყოდი, რომ დროა, საქართველომ განგაშის ზარებს შემოჰკრას", – განაცხადა აუსტრევიჩუსმა "აქცენტის" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

ცნობისთვის: ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება, შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომის აღდგენის შესაძლებლობა მიეცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ეროვნული ბანი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. გარდა ამისა, მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S