Accentnews.ge
პრეზიდენტი დიპლომატებს შეხვდა

პრეზიდენტი დიპლომატებს შეხვდა

21/09/2023 14:18:16 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა,– იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს.

ამჟამად, საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც აშშ–ის სანქციების ქვეშ მოექცა, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად სეუზღუდა ანგარიშებზე წვდომა ფარცხალაძეს, თუმცა მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მარეგულირებელი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეიცვალა სანქციების აღსრულების წესი საქართველოს მოქალაქეებისთვის – ფარცხალაძეს მოეხსნა შეზღუდვები და მან დაჩქარებული წესით დაიწყო ქონების შვილზე გადაფორმება.

ეროვნული ბანკი დატოვა სამმა ვიცე–პრეზიდენტმა და მრჩეველმა.

სავალუტო ფონდმა სამწუხარო უწოდა გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ დეტალურად განიხილავს საკითხს სებ–თან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S