Accentnews.ge
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს

დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს

06/12/2019 21:09:08 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს. 


"მიუკერძოებელმა" ტელევიზიამაც გაუტიაა. ყველას ვერ ჩავტევ, მაგრამ რამდენიმე უზნეო ტყუილზე აუცილებლად უნდა დავწერო, ამის იქით თავხედობა წარმოუდგენელია.

გადაცემა პირველებში, 06/12/2019, 20 სთ: გაგა კახიანი დავით საყვარელიძის შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანლის - შეგნებულად გავრცელებული ბინძური ტყუილი.

მე, გოგა გულორდავა - ადამიანი, რომელიც ნაცების უკანონო მსჯავრდების ერთ-ერთი თვლსაჩინო მაგალითი ვარ, ნაც. მოძრაობის შემომწირველად მომიხსენიეს - შეგნებულად გავრცელებული ბინძური ტყუილი (გადარიცხვის ფურცელს ველოდები :)).

"ნაცების" სიაში მოიხსენიეს ადამიანი, რომელიც სინამდვილეში მათთან წინააღმდეგობის გამო უკანონოდ დააპატიმრეს, მოსამართლეც კი დაიჭირეს, რომელმაც მისი სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. შემდეგ ქვეყნიდან გააქციეს. მისი ადვოკატობის დროს პროკურატურაში საშვის დაშვებაც კი პრობლემა აღმოჩნდა ზოგიერთი პროკურორისთვის...

მეტიც, ნაცების აგენტადაც კი მოიხსენიეს - ნიკა გვარამიას ციტირებით :))) - შეგნებულად გავრცელებული უბინძურესი ტყუილი, იმიტომ, რომ საუბარი მამუკა მდინარაძეზეა.

აი რეალურად რა არის სირცხვილი და ბოროტება. ეს ხალხი ვითომ "ყოფილ ნაცებს" ებრძვის, სინამდვილეში ნაცებისგან რითი უნდა გაგარჩიოთ, ვეღარ ვხვდები უკვე ისეთებს კადრულობენ" - წერს გულორდავა. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S