სალომე ზურაბიშვილი სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
21/09/2023 14:54:53 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მანამდე კი, სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა შეხვდა.
თურნავასთან შეხვედრამდე კი სავალუტო ფონდმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შეშფოთებული არიან სებ-ის ბოლოდროინდელი განცხადებით.


