21-09-2023 22:24:32 მსოფლიო
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი ნათესავების შუამავლობით უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირს, აშშ-სა და კანადას რუსულ სურსათს აწვდის, - წერს The Insider.
მისივე ინფორმაციით, საუბარია ბურღულეულსა და სხვა პროდუქტზე, რომელთა მთავარი მიმწოდებელი "აგრო-ალიანსია". ამ კომპანიაში ნარიშკინის ქალიშვილ ვერონიკას ჰქონდა წილი, რომელიც გასულ წელს რძალზე გადაფორმდა.
ცნობისთვის: "აგრო-ალიანსის" წლიური ბრუნვა 19 მილიარდ რუსულ რუბლს უტოლდება. მისი პროდუქცია რუსეთში მსხვილ სავაჭრო ქსელებსა და ციხეებს მიეწოდება. The Insider-ის ინფორმაციით, მარტო გასულ წელს კომპანიამ შტატებში 113 ტონა პროდუქცია გააგზავნა, კანადაში - 51 ტონა.