იოზვიაკი: ყარაბაღის თაობაზე ევროკავშირის წევრების ერთობლივი განცხადება უნგრეთმა დაბლოკა

22-09-2023 13:35:10 კავკასია ,ევროპა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომელიც გმობს აზერბაიჯანის მოქმედებას მთიან ყარაბაღში, თავდაპირველად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთობლივი განცხადება უნდა ყოფილიყო, მაგრამ უნგრეთმა დაბლოკა. ამის შესახებ ევროპის რადიო თავისუფლება/ რადიო თავისუფალი ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი, სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ევროკავშირი გმობს აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებებს მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ:

"აზერბაიჯანი პასუხისმგებელია მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მათ შორის მათ უფლებაზე, იცხოვრონ საკუთარ სახლებში დაშინებისა და დისკრიმინაციის გარეშე. სამხედრო თუ სხვა საშუალებებით სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გადაადგილება ევროკავშირის მხრიდან მკაცრ რეაქციას მიიღებს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები