"ფაზისის" აკადემია: ნანა ყეინიშვილი არაა ჩვენი წევრი, წოდება "აკადემიკოსს" არავის ვანიჭებთ
22/09/2023 10:04:51 პოლიტიკა
ფაზისის აკადემიაში აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი, ნანა ყეინიშვილი მათი წევრი არ არის და აღნიშნავენ, რომ აკადემია წოდება "აკადემიკოს" არავის ანიჭებს.
"ქალბატონი ნანა ყეინიშვილი არ გახლავთ ფაზისის აკადემიის წევრი. ფაზისის აკადემია არ გასცემს "ოქროს დიპლომებს" და არავის ანიჭებს აკადემიურ წოდებას "აკადემიკოსს", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატად წარდგენის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ნანა ყეინიშვილის ბიოგრაფია, სადაც მითითებულია, რომ ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის "ოქროსდიპლომიანი" აკადემიკოსია.


