თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო
22/09/2023 10:39:26 პოლიტიკა
დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
დეპუტატებს შორის დაპირისპირება ფრაქცია „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის კონსტანტინე ზარნაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. კერძოდ, ზარნაძემ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც მანქანით გადაადგილდებოდა, მასთან „ორი მანქანით მივიდა და ლანძღვა დაუწყეს“. როგორც ზარნაძემ განაცხადა, ისინი მას აგინებდნენ, მანქანას კი შეურაცხმყოფელი სტიკერები დააკრეს.
აღნიშნულს გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი. როგორც მან აღნიშნა, კოტე ზარნაძემ „აღნიშნულ პირებს შუა თითი უჩვენა“.
ხმაური გაგრძელდა აშშ–ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის თემით და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.


