ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

22-09-2023 16:56:37 საზოგადოება ,რეკლამა

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

"საკვალიფიკაციო გამოცდაზე 1 241 დიპლომირებული მედიკოსი დარეგისტრირდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ისინი რეზიდენტურის გავლას შეძლებენ.სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები კი 29 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება.გამოცდაზე 775 მედიკოსია რეგისტრირებული, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატს მიიღებენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები