Accentnews.ge
მიქანაძე – ფარცხალაძეზე:  მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, დაცვის მხარე აგროვებდეს მტკიცებულებას

მიქანაძე – ფარცხალაძეზე:  მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, დაცვის მხარე აგროვებდეს მტკიცებულებას

22/09/2023 13:32:52 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ყოფილ მთავარ პროკურორ, აშშ–ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ამბობს, რომ "მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს ფაქტი, დაცვის მხარე აგროვებდეს მტკიცებულებას", "მტკიცების ტვირთი არის ბრალდებაზე და ამერიკელი პარტნიორებისგან მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის".

მისივე თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული მოქალაქის ინტერესები და მტკიცებულებებს ითხოვენ.

რაც შეეხება ფარცხალაძის საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარებას გამოკითხვაზე, ასევე მისი დაკავების მოთხოვნას, მიქანაძე აცხადებს, რომ „რაიმე ხელმოსაკიდი რომ იყოს, სხვა ზომები იქნებოდა მიღებული“.

„ჩვენი რადიკალი ოპონენტები გვეუბნებიან, რომ აშშ-ის კონკრეტული უწყების განცხადება უფრო მნიშვნელოვანია და უფრო მაღლა დგას რანგით, ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც გვავალდებულებს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესი დავიცვათ. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული მტკიცებულებები იქნას წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, გამოძიებაც არის დაწყებული, მაგრამ გამოძიებას რომ რაიმე ხელმოსაკიდი ჰქონდეს, მაშინ დღეს, ალბათ, სხვა ზომები იქნებოდა კანონის ფარგლებში მიღებული,“ - განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფარცხალაძეს, რომელსაც ქართველ–რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში ამხელს.

სუს–მა თავდაპირველად განაცხადა, რომ მოკვლევას აწარმოებს. ამის შესახეგ მთავარმა პროკურატურამ თქვა, რომ გამოძიება სუს–ში მიმდინარეობს, თუმცა რა მუხლით, ამ დრომდე უცნობია – საქმის ირგვლივ საზოგადოებისთვის არანაირი ცნობები არ მიუწოდებიათ. არც ის არის ცნობილი, ფარცხალაძის შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იყო თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აშშ–ს მხრიდან. თუ კი, რა ზომები იქნა მიღებული? თუ არა, რატომ? ასევე უცნობია, აქვს თუ არა კომუნიკაცია სუს–ს სტრატეგიული პარტნიორის სპეცსამსახურებთან და მიღებულია თუ არა წინმსწრებად რაიმე სახის ზომები ფარცხალაძის კონტექსტში.

ამჟამად ცნობილია, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მოლოდინში ფარცხალაძემ საკუთარი ქონება შვილს გადაუფორმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S