Accentnews.ge
კირთაძე  – ფარცხალაძის გამოკითხვაზე: ივანიშვილი საზოგადოებრივ მოთხოვნას უხდის ხარკს, რომ თითქოს საჭირო პროცედურებს იცავს

კირთაძე  – ფარცხალაძის გამოკითხვაზე: ივანიშვილი საზოგადოებრივ მოთხოვნას უხდის ხარკს, რომ თითქოს საჭირო პროცედურებს იცავს

22/09/2023 13:37:44 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" წევრი თენგო კირთაძე სუს–ის მიერ ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვას გამოეხმაურა.

როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, აბსურდი და ფარსია, რასაც სუს–ი ახლა აკეთებს ფარცხალაძის ვითომ გამოკითხვით.

მისი თქმით, ივანიშვილი არასდროს ყოფილა დაინტერესებული ფარცხალაძის საქმიანობის შესწავლით.

„ამის სურვილი რომ ჰქონოდა ბიძინას, როდესაც ფარცხალაძემ კრემლთან და რუსეთთან დაახლოებულ ორგანიზაციებთან დაიწყო კონტაქტის დამყარება, რაც წელიწადნახევრის წინ იყო დაახლოებით, მაშინ დაიწყებდნენ გამოძიებას.

ახლა უბრალოდ საზოგადოებრივ მოთხოვნას უხდის ხარკს და ცდილობს, რომ სხვადასხვა ტიპის გზავნილები გააგზავნოს, რომ თითქოს ფორმალურად პროცედურებს იცავს“ - თქვა თენგო კირთაძემ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S