ევროკავშირი თავის რიგებში უკრაინის მიღების პროცესს სავარაუდოდ, მომავალ თვეში დაიწყებს

22-09-2023 18:25:16 ევროპა

ევროკომისია ევროკავშირში უკრაინის მიღების პროცესის მომავალი თვიდან დაწყების რეკომენდაციას იძლევა. ამის შესახებ Bloomberg-ს ევროკომისიიდან რამდენიმე წყარომ აცნობა.

მათივე განმარტებით, ოფიციალური რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებას დეკემბერში დაამტკიცებენ, თუმცა აქ ჯერ კიდევ გაურკვეველია ზოგიერთი სახელმწიფოს, მაგალითად, პრორუსული გადაწყვეტილებებით ცნობილი უნგრეთის პოზიცია.

როცა დოკუმენტი დამტკიცებუი იქნება, უკრაინა რეფორმების ხანგრძლივ პროცედურას შეუდგება 30-მდე სფეროში, კორუფციასთან ბრძოლის, სამართლის უზენაესობისა და ეკონომიკის ჩათვლით, - აცხადებენ გამოცემის წყაროები.

"ევროკავშირისთვის უკრაინის გაწევრიანება იქცევა გამოცდად ახალი წევრების მიღების უნარსა და ზოგადად სტრატეგიული გადაწყვეტილებების გამოტანის მექანიზმის ადაპტირებაზე", - აღნიშნავს Bloomberg.

ცნობისთვის: სქტემბერშო ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირს 30-ზე მეტ ქვეყნამდე გაფართოებისთვის მზადებისკენ მოუწოდა და ამას "ევროპის სტრატეგიული ინტერესი" უწოდა.

"უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია" - აღნიშნა მან, საქართველო კი, რომელიც, ამ ორი ქვეყნისგან განსხვავებით, ჯერ წევრობის კანდიდატის სტატუსს ელის, მხოლოდ პერსპექტივის კონტექსტში ახსენა.

გაწევრიანების პროცესის დაწყების მოლოდინში არიან ასევე ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, ჩრდილოეთ მაედონია, სერბეთი და ჩერნოგორია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები