Accentnews.ge
დეპუტატი ეძგვერაძე ამბობს, რომ 20–მდე პირი სახლთან დაესხა თავს

დეპუტატი ეძგვერაძე ამბობს, რომ 20–მდე პირი სახლთან დაესხა თავს

22/09/2023 16:15:39 სამართალი

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე აცხადებს, რომ საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დეპუტატი ყვება, რომ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მის სახლთან არსებულ ნაგებობაში, სადაც ავტომანქანებით მივიდა 20–მდე პირი და თავს დაესხნენ.

მისი თქმით, ისინი ახენებდნენ მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს. დეპუტატი მომხდარს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებას უკავშირებს.

"ზარნაძე დაახლოებულია "ზონდერ" – ჯგუფებთან. ესენი იყვნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. ყველას ამოცნობა შემიძლია და ვთქვა, ვინ იყვნენ. საშინელება მოაწყვეს.მოულოდნელად დაგვესხენ თავს. ყველაფერი დალეწეს. ჩემი მეგობრებიც ნაცემები არიან. მანქანებით შემოვარდნენ. სულ თავში მაქვს ნარტყამი. გვიროდნენ ზარნაძის გვარსაც, "წამოგვაგე პროვოკაციაზეო" – რას გულისხმობდნენ, არ ვიცი",– ყვება დეპუტატი.

მისი თქმით, ადგილზე ვიდეოკამერები არსებობს და პოლიციელებს შეუძლიათ, ჩანაწერები ამოიღონ.

ამჟამად მის სახლში სასწრაფო დახმარების ბრიდანა და პოლიციაა მობილიზებული. დეპუტატს დაზიანებები ვიზუალურად მკაფიოდ აღენიშნება.

დღის პირველ ნახევარში საკრებულოში იყო დაპირისპირება. ფიგურირებდნენ ეძგვერაძე და ზარნაძე.

ზარნაძე ამბობს, რომ მომხდართან კავშირი აქვს, რომ ამბავი "გამაოგნებელია" და მზადაა, მასთან მივიდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S