Accentnews.ge
ეძგვერაძე – თავდამსხმელებზე: "მთავარი ვინც იყო, ვიცანი - "კანონიერ ქურდ" შუკაკიძის ძმაა, მეც ვიცნობ"

ეძგვერაძე – თავდამსხმელებზე: "მთავარი ვინც იყო, ვიცანი - "კანონიერ ქურდ" შუკაკიძის ძმაა, მეც ვიცნობ"

22/09/2023 18:10:51 სამართალი

დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ მთავარი თავდამსხმელი ამოიცნო და რომ ის "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის ძმაა. სავარაუდოდ, საუბარია ლევან შუკაკიძეზე.

"ვიცნობ მათ. 30 კაცი იყო. რა თქმა უნდა, ყველას არ ვიცნობ, მაგრამ მთავარი ვინც იყო, ის ვიცანი, ვისი მოწყობილიც იყო. დაუნდობლად გვისწორდებოდნენ მე და ჩემს მეგობრებს.[...] "კანონიერი ქურდის" შუკაკიძის ძმა იყო, რომელსაც მეც ძალიან კარგად ვიცნობ.[...] 2020 წლის არჩევნებზეც მათ დაწვეს ნიკა მელიას შტაბი. სამი წელია, მებრძვიან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ეს ზარნაძის [საკრებულოს დეპუტატი] გარემოცვაა. იქაა კიდევ ტატო ხუნდაძე, რმელიც დასაქმებული ჰყავთ გამგეობაში. გაუგონარი სისასტიკით იქცეოდა",– გაიხსენა ეძგვერაძემ და დასძინა,"ჩემს მეგობრებს თავზე ძალიან აქვთ დაზიანებები, ალბათ კასტეტებით. ავიდან კი ვიჩხუბეთ, გავწიეთ წინააღმდეგობა რაც შეგველო, მაგრამ ძალიან ბევრნი შემოდიოდნენ და შემოდიოდნენ. ჩვენ ოთხი–ხუთი ვიყავით. გარეთ მოედანია და ბევრი ბავშვ იყო, გადაღებას ცდილობდნენ, მაგრამ რამოდენიმეს ტელეფონი წაართვეს და დაუმტვრიეს. იქ უამრავი კამერაა, 112–ისაც არის".

მისი თქმით, თავდამსხმელები იყვნენ მანქანებით და ქვეითადაც. დალეწეს ინფრასტრუქტურაც.

ეძგვერაძემ გაიხსენა, რომ შუკაკიძე მას ადრეც "დახვდა სახლთან", "გაჩერდიო": ვუთხარი, "შენ გაქვს შენი ცხოვრება, მე – ჩემი". ძალიან მოკლედ ვუპასუხე".

ამჟამად ეძგვერაძე კლინიკაშია მეგობრების მსგავსად და კვლევები უტარდება.

თავდახმა მასზე სახლთან დღის ბოლოს განხორცელდა. დღის პრველ ნახევარი დაპირისპირება მოხდა საკრებულოში ეძგვერაძესა და ზარნაძეს შორის. სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირებს ეძგვერაძე თავდასხმას.

მოგვიანებით გლდანში პოლიციასა და ეძგვერაძის გულშემატკივრებს შორის მოხდა შეხლა–შემოხლა. დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის ნიკა მელია და ბაჩო დოლიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S