Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევის იდეისადმი, ხოლო გლობალურ საზოგადოებაში - მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის იდეისადმი

22/09/2023 20:54:01 პოლიტიკა

ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევის იდეისადმი, ხოლო გლობალურ საზოგადოებაში - მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის იდეისადმი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

“ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევის იდეისადმი, ხოლო გლობალურ საზოგადოებაში - მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის იდეისადმი. მზად ვართ, გავაძლიეროთ საერთაშორისო პარტნიორობა და თანამშრომლობა უფრო მშვიდობიანი, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი საერთო თვისება - ადამიანურობა - გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენივე კოლექტიური პასუხისმგებლობაა ერთმანეთი გავაძლიეროთ და ხანგრძლივი მემკვიდრეობა დავუტოვოთ მომავალ თაობებს”,- განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S