Accentnews.ge
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

08/12/2019 14:16:08 სხვა, სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტსმენ ლ.ბ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

მსოფლიო ჩემპიონი 19 წლის ლაშა ბექაური ქართულ პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერდა, გუშინ ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვეს, თუმცა სამართალდამცავები "ძმაოთი" მიმართვამ გააღიზიანა. მისი თქმით, ამ შელაპარაკების შემდეგ იგი ძალის გამოყენებით წაიყვანეს მანქანით და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, პოლიციელებმა მასზე განყოფილებაშიც გააგრძელეს ძალადობა. ბექაურმა "პოსტი" გამოქვეყნებიდან დაახლოებით 20 წუთში წაშალა. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ბექაურის მიმართ გამოძიება დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S