მედია: ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია გატეხეს

23-09-2023 12:03:53 სამართალი

ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია "ისი პარი" გატეხეს.

ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

"ადგილზე დილით მისულ თანამშრომლებს მინები დახვდათ ჩამსხვრეული. მაღაზიის მენეჯერი აცხადებს, რომ სალაროში თანხა არ ჰქონდათ დატოვებული და მძარცველებმა მხოლოდ 3 ლარის წაღება მოახერხეს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ამოღებულია კამერის ჩანაწერები" - წერს მედია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები