Accentnews.ge
"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"

"კრიზისში არის ოპოზიცია, შესაბამისად, წინადადების წარმოდგენა მისი საქმეა"

08/12/2019 14:30:05 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სადღეისოდ კრიზისში არა ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაა, "შესაბამისად, ოპოზიციის საქმეა წინადადების წარმოდგენა". ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ანგარიშს ვუწევთ მათ პოზიციას, მათი ინიციატივა იყო მეორე შეხვედრის ჩატარება და მოვედით ამ შეხვედრაზე. ველოდებით ოპოზიციის შეთავაზებას, მათ წინადადებას, ვნახოთ რას წარმოგვიდგენენ დღეს და ამის მიხედვით გაგრძელდება საუბარი. ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი. ეს მოდელი არ შეესაბამება მოქმედ კონსტიტუციას. [...]  ჩვენი პოზიცია არის მარტივი, კრიზისში არის ოპოზიცია. შესაბამისად, ოპოზიციის საქმეა წინადადების წარმოდგენა და დაველოდებით მათ წინადადებას",- განცხადა კობახიძემ.

სასტუმრო „შერატონში“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა იმართება, რომელშიც უცხოელი დიპლომატებიც მონაწილეობენ.

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

იხილეთ ასევე: 

ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებენ და ხელისუფლებას დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ

ხელისუფლების საარჩევნო ვნებანი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S