Accentnews.ge
ძიუდოისტი ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე ბაქოს გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა

24/09/2023 18:57:36 საზოგადოება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - გრან სლემზე ოქროს მედალს დაეუფლა.

22 წლის ქართველმა სპორტსმენმა ბაქოში გამართულ შეჯიბრებაზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუს, ბრიტანელ, ხორვატ და ფრანგ მეტოქეებს გაუმკლავდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი კიდევ ერთ რუსს - მატვეი კანიკოვსკის დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა.

დღესვე ბაქოს გრანდ სლემის ფინალში საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანი (+100 კგ) გურამ თუშიშვილიც გავიდა, მაგრამ საბოლოოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S