რატომ დაარტყა დენმა მოზარდს სტადიონზე

24-09-2023 23:05:35 საზოგადოება

გორის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები სოფელ ნიქოზში მომხდარ ფაქტს კომპანიასთან ერთად შეისწავლიან და ყველა კითხვას გასცემენ პასუხს.

"საბედნიეროდ, ბავშვი კარგადაა. მალე გავიგებთ რა მოხდა. სტადიონის მოწყობის სამუშაოები არ დასრულებულა“,- განაცხადა ნიკა ღვინიაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დილიდან ადგილზე მუშაობს კომპანია, რომელიც ქვემო ნიქოზში სტადიონის მოწყობას ხელმღვანელობდა. კომპანიის თანამშრომლები ცდილობენ, გაარკვიონ რამ გამოიწვია დენის გადატანა.

„სტადიონის მშენებლობა ნიქოზში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები ჯერ არაა დასრულებული, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ გორის მერიას არ ჩაუბარებია და არ მიუღია. სტადიონზე, როგორც ირკვევა, სამუშაოების დასრულებამდე ბავშვების შესვლა, სავარაუდოდ, თვითნებურად მოხდა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიქოზში მდებარე სტადიონზე გუშინ მოზარდს დენმა დაარტყა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები