25-26 სექტემბერს ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს
25/09/2023 08:25:06 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 25-26 სექტემბერს მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. უწყება ამბობს, რომ ილია დარჩიაშვილი შეხვდება ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.
"საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, კერძოდ, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში.
ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან", - ნათქვამია განცხადებაში.


