
ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს 5 ოქტომბერს შეხვდებიან
25/09/2023 09:25:21 კავკასია
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.
ის 26 სექტემბერს შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელ შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწეს ჰიკმეტ ჰაჯიევს, რათა მოამზადოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა, რომელიც 5 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
შეხვედრა ესპანეთის ქალაქ გრანადაში უნდა შედგეს.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელ კოლეგასთან განიხილავს თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობას.