ფინეთის მთავარი დიპლომატი: "რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადება 20-ზე მეტი წლის წინ დაიწყო, მათ შორის - საქართველოზე თავდასხმითა და ყირიმის დაპყრობით"
25/09/2023 10:48:19 პოლიტიკა
ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთი თუნდაც პუტინის წასვლის შემდეგ "ნორმალურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ" ქვეყნად იქცეს, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიმა ელინა ვალტონენმა The Washington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
"დასავლეთი იმედოვნებენ, რომ ოდესმე რუსეთი შეძლებს, იქცეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ღია ქვეყნად, რომელშიც ყოველ მოქალაქეს ხმის რეალური უფლება ექნება. თუმცა ჩემი აზრით, დასავლეთი უნდა ემზადოს უარესისთვის, კერძოდ იმისთვის, რომ რუსეთი ან ისეთივე დარჩება როგორიც დღესაა, ან კიდევ გაუარესდება" - განაცხადა ვალტონენმა და იქვე დასძინა, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ამ კუთხით ვითარება თუნდაც პუტინის წასვლის შემდეგ შეიცვალოს.
"თუ პუტინი წავა, ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთი მშვიდობიან, ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყნად იქცეს. ჩვენ აქ - დასავლეთში არაფერი გვსურს გარდა იმისა, რომ რუსეთის რიგით მოქალაქეს ქონდეს რეალური შესაძლებლობა, ხმა მისცეს საკუთარ აღქმას იმისა, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მისი ქვეყანა, რომ რუსეთში იარსებოს სამოქალაქო საზოგადოებამ და ნორმალურმა დემოკრატიამ. ჩვენ ამის იმედი გვაქვს, მაგრამ უნდა ვემზადოთ უარესისთვის, კერძოდ იმისთვის, რომ რუსეთი ან იგივე დარჩება ან სამომავლოდ კიდევ გაუარესდება" - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის ინფრასტრუქტურის მზადება 20-ზე მეტი წლის წინ დაიწყო, მათ შორის - იმით, რომ 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს ხოლო 2014 წელს ყირიმი დაიპყრო.
"რუსეთის მოქალაქეებს 20-ზე მეტი წელი ჰქონდათ საიმისოდ, რომ აეხსნათ პუტინისთვის, რომ ასე მოქმედება არ შეიძლებოდა... ბევრმა ალბათ, ვერც კი გააცნობიერა, რომ უკრაინაში მარტო პუტინის ომი არ მიდის. რუსული მანქანა ამ ომისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. დიახ, მართალია, მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის სადავეებთან პუტინი იდგა, მაგრამ მის ირგვლივ მთელი საომარი ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბდა და საკუთარმა მოქალაქეებმა ვერ აუხსნეს ხელმძღვანელობას, რომ ასე მოქმედება არ შეიძლებოდა" - განმარტა ვალტონენმა.


