Accentnews.ge
უკრაინამ პირველი ამერიკული Abrams-ები მიიღო

უკრაინამ პირველი ამერიკული Abrams-ები მიიღო

25/09/2023 11:32:26 კავკასია

უკრაინამ ამერიკული ტანკების M1 Abrams პირველი პარტია მიიღო. ტანკები ქვეყანაში გასულ შაბათს, 23 სექტემბერს ჩავიდა, - განუცხადეს The New York Times-ს პენტაგონში, თუმცა მიწოდებული ტექნიკის რაოდენობა არ დაუზუსტებიათ.

"დარჩენილი ტანკები კიევს უახლოეს თვეებში მიეწოდება" - განაცხადეს ამერიკის თავდაცვის უწყებაში.

სულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე წლის იანვარში გაკეთებული განცხადებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 31 ერთეული Abrams-ის მოწოდებას დაჰპირდა, რაც რაოდენობრივად 1 ბატალიონს შეესაბამება. მოგვიანებით გერმანიაში - გრაფენვერის ბაზაზე გამოყენებისთვის უკრაინელთა მომზადება დაიწყო. კურსი აგვისტოში დასრულდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ Abrams-ებს "ძალიან სპეციფიურ, კარგად გათვლილ" ოპერაციებში გამოიყენებენ, რათა დარტყმის ქვეშ არ მოაქციონ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S