Accentnews.ge
დეკანოიძე განმარტავს, რატომ აკრიტიკებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის საქართვეელოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე

დეკანოიძე განმარტავს, რატომ აკრიტიკებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის საქართვეელოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე

25/09/2023 09:12:28 პოლიტიკა

„ევროოპტიმისტების“ წევრი დეპუტატი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რატომ აკრიტიკებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართვეელოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.

დეკანოიძის თქმით, „ეფესებეს“ აგენტს, რომელსაც ექნებოდა მხოლოდ რუსული პასპორტი, დაბრკოლება ევროპულ ქვეყნებში გადაადგილებისას შეექმნებოდა, ხოლო ქართული პასპორტით არ ექმნება".

როგორც მან აღნიშნა, ფარცხალაძეს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა.

„ვეთანხმები პრეზიდენტს იმ შეფასებაში, რომ სებ- ის ეს გადაწყვეტილება არის რუსული გადაწყვეტილება და ის „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს აძლევს საშუალებას, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად თავი აარიდოს სანქციებს და გამოიტანოს ძალიან დიდი რაოდენობით ფული. ჩემი ინფორმაციით, ასეთი ფული გამოტანილია.

რაც შეეხება პრეზიდენტის არგუმენტს, რომ ქალბატონი ყეინიშვილის და მეორე კანდიდატის წარდგენა მოხდა მხოლოდ ლუსტრაციისთვის, ამას ვერ გავიზიარებ. იყო მცირე შანსი ან საერთოდ არ წარდგენილიყვნენ მსგავსი კანდიდატები ან გამოსულიყო ქალბატონი პრეზიდენტი თურნავას გადაწყვეტილებამდე და ეთქვა, რომ სებ-ის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ არის. ეს ასე არ მოხდა სამწუხაროდ. მისი არგუმენტი ვფიქრობ, საკმაოდ სუსტია, რადგან „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია ძალიან დიდი ხანია დასრულებულია.

ჩემი მოსაზრებაა და ამ ნაწილში მე გავაკრიტიკებ პრეზიდენტს, რომ „ეფესებეს“ აგენტს, რომელსაც ექნებოდა მხოლოდ რუსული პასპორტი, დაბრკოლება შეექმნებოდა ევროპულ ქვეყნებში გადაადგილებისას, ხოლო ქართული პასპორტით არ ექმნება, ჩვენი პასპორტი სარგებლობს უვიზო რეჟიმით. ასევე ქართული პასპორტით ის სერიოზულ პრობლემას ქმნის არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ევროპულ ქვეყნებსაც, გადაადგილდება რა საქართველოს პასპორტით. ამიტომ მას ჩემი აზრით, დაუყოვნებლოვ უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც გადაეფარა ფარცხალაძეს, მას არ დასჯის და ერთადერთი ბერკეტი, რომელიც აქვს საზოგადოებას და პრეზიდენტს, იყო საქართველოს მოქალაქეობის წართმევა,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის: 22 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.

19 სექტემბერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მზად იყო ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაწყვეტად.

„პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს", - ნათქვამი იყო პრეზიდენტის „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და დასკვნა პრეზიდენტს გაუგზავნა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. გარდა ამისა, მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემ.

14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინის იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S