Accentnews.ge
ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

25/09/2023 12:53:58 სამართალი

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი, მამის ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.

საუბარია 2021 წლის საქმეზე, სადაც ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ.

გრიგორიადისი ასევე დამნაშავედ ცნეს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებაში, მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. იგი მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული. ლაზარე გრიგორიადისს ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ეს 9-თვიანი ვადა ეწურება. გრიგორიადისის ადვოკატი დღევანდელ გადაწყვეტილებას სწორედ ამ ვადის ამოწურვას უკავშირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S