Accentnews.ge
გლდანში ოპოზიციონერებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვეს

გლდანში ოპოზიციონერებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვეს

25/09/2023 13:06:26 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გლდანში ოპოზიციონერებზე თავდასხმაში ბრალდებული ექვსივე პირი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მანამდე სასამართლო პროცესზე გამოკითხეს დაზარალებულები ჯაბა ზარასპაშვილი და დათო დანელია. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც, თუმცა დანელიამ თქვა, რომ ვერცერთის ამოცნობა ვერ შეძლო, რადგან რამდენიმე პირი ფიზიკურად უსწორდებოდა.

"40 ან ორმოცზე მეტი დაახლოებით [ადამიანი იყო] თავი მტკივა, არც მინდოდა მოსვლა, უბრალოდ არ შეიძლებლოდა, რომ არ მოვსულიყავი. გათიშული მე ვიყავი, მანქანასთან რომ ვგდივარ", - განაცხადა დანელიამ.

შეგახსენებთ, რომ ექვსივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S