Accentnews.ge
ალიევი დარწმუნებულია ყარაბაღელი სომხების აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ინტეგრაციის წარმატებაში

ალიევი დარწმუნებულია ყარაბაღელი სომხების აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ინტეგრაციის წარმატებაში

25/09/2023 14:00:29 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოთქვა რწმენა, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების აზერბაიჯანულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი წარმატებული იქნება. ამის შესახებ მან ნახიჩევანში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ალიევი ამბობს, რომ ყარაბაღის მკვიდრები, განურჩევლად ეროვნებისა, არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომელთა უფლებებსა და უსაფრთხოებას აზერბაიჯანის სახელმწიფო უზრუნველყოფს.

მან აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრა ყარაბაღში მცხოვრები სომხების რეინტეგრაციის საკითხზე გაიმართა ევლახში 21 სექტემბერს, ხოლო „მეორე შეხვედრა შედგა დღეს“.

ალიევმა დასძინა, რომ „ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი“.

მან ასევე განაცხადა, რომ „1920 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აზერბაიჯანისგან გამოყო დასავლეთ ზანგეზური (სომხეთის სიუნიქის ოლქი) , რითაც გაწყდა გეოგრაფიული კავშირი აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის“.

ვარაუდობენ, რომ ამჟამად მთიან ყარაბაღში 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს. მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებმაც გამოთქვეს მთიანი ყარაბაღის დატოვების სურვილი, რუსი სამხედროების თანხლებით სომხეთში გადაიყვანენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს განცხადებებს, რომ ისინი რეგიონში ეთნიკურ წმენდას ესწრაფვიან და აცხადებენ, რომ უზრუნველყოფენ სრულ უფლებებს სომეხი მოსახლეობისთვის, ვისაც მთიან ყარაბაღში დარჩენა სურს. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და სომხური თემის წარმომადგენლებს შორის კონკრეტულ ნაბიჯებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S