პარლამენტში რიგით მეათე პოლიტიკური ჯგუფი იქმნება
25/09/2023 14:15:34 პოლიტიკა
პარლამენტში რიგით მეათე პოლიტიკური ჯგუფი იქმნება.
პოლიტიკურ ჯგუფს სახელწოდებით “ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ნიკა მაჭუტაძე და ბაჩუკი ქარდავა ქმნიან. დეპუტატებმა ფრაქცია მას შემდეგ დატოვეს, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მხარი დაუჭირეს.
პოლიტიკურ ჯგუფს მაჭუტაძე უხელმძღვანელებს.
პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს 26 სექტემბერს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს.


