სალომე ზურაბიშვილი – ალან კარისს: ''თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის''
25/09/2023 15:48:43 პოლიტიკა
''თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის'', - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ალან კარისთან შეხვედრის შემდეგ წერს.
"ევროპული კანდიდატის სტატუსის მიმავალ გადამწყვეტ გზაზე საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და პარტნიორს, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შევხვდი. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის'', - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ასევე შეხვდება ლატვიისა და ლიეტუვას პრეზიდენტებს.


