ერდოღანი: ჩვენ ველოდებით, რომ სომხეთი გაწვდილ მშვიდობის ხელს უპასუხებს
25/09/2023 16:59:28 პოლიტიკა
ჩვენ ველით, რომ სომხეთი უპასუხებს გაშლილ მშვიდობის ხელს" , - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნახიჩევანში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანის თქმით, "ბოლო გამარჯვებით რეგიონში ყოვლისმომცველი ნორმალიზაცია მიღწეულია და ახალი შესაძლებლობების ფანჯრები გაიხსნა".
„მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ველით, რომ სომხეთი უპასუხებს გაშლილ მშვიდობის ხელს და ამიერიდან გულწრფელ ნაბიჯებს გადადგამს. როგორც ყოველთვის ხაზს ვუსვამ, მშვიდობას დამარცხებული არ ჰყავს", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.


