Accentnews.ge
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის თანათავმჯდომარეებს მიმართავს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის თანათავმჯდომარეებს მიმართავს

09/12/2019 07:17:32 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის თანათავმჯდომარეებს მიმართავს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, ქართველი ექიმის დაკავებიდან ერთი თვის შემდეგაც იგი ტყვეობაში რჩება:

„9–10 დეკემბერს ჟენევაში იმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი. მივმართავთ დისკუსიებში მონაწილე ყველა მხარეს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, ვაჟა განიხილონ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქედ და მოხდეს მისი უპირობო გათავისუფლება“.

მათივე თქმით, 10 დეკემბერს ჟენევაში ვაჟა ექიმის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

ოჯახი საქართველოს ხელისუფლებისგან "მეტად ქმედით ნაბიჯებს" ითხოვს და ასევე მოითხოვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეში გაერო–ს უმაღლესი კომისარი ჩაერთოს. 

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, თუ უახლოეს დღეებში ქართველი ექიმი არ იქნება გათავისუფლებული, ისინი პროტესტის რადიკალურ ზომებს მიიღებენ. 

"კონკრეტულად რა ზომებს მივიღებთ, ამას ჟენევის შეხვედრის შემდეგ განვაცხადებთ", – აცხადებენ ექიმის ოჯახის წევრები. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S