Accentnews.ge
მეთიუ მილერი: "აშშ მუშაობს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოს ყარაბაღში საერთაშორისო მისიის გაგზავნა"

მეთიუ მილერი: "აშშ მუშაობს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოს ყარაბაღში საერთაშორისო მისიის გაგზავნა"

26/09/2023 08:11:08 პოლიტიკა

აშშ თვლის, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო მისია, რათა უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებისთვის გამჭვირვალობა და სანდოობა, - ამის შესახებ შეერტებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

"აშშ მუშაობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ მისიის შექმნა უზრუნველყონ", – განაცხადა მან.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, "მოსკოვმა ვერ შეძლო ერევნის დაცვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მოკავშირის სტატუსის მიუხედავად", მეთიუ მილერმა შემდეგი აღნიშნა:

"რუსეთის ფედერაციამ აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების სფეროში ის პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S