Accentnews.ge
კუპრაძე: გვაქვს დოკუმენტები, რომლითაც მტკიცდება, რომ საქართველოს გავლით ყოველდღიურად მიედინება რუსული სანქცირებული ტვირთები

კუპრაძე: გვაქვს დოკუმენტები, რომლითაც მტკიცდება, რომ საქართველოს გავლით ყოველდღიურად მიედინება რუსული სანქცირებული ტვირთები

26/09/2023 08:53:35 პოლიტიკა

პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადბს, რომ საქართველოს გავლით რუსული სანქცირებული ტვირთები ყოველდღიურად მიედინება.

"ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ცხადი ხდება, რომ ყოველდღიურად, საქართველოს გავლით რუსული სანქცირებული ტვირთები, მათ შორის, ნავთობი მიედინება. დოკუმენტებში ნაჩვენებია ტანკერების, გემების ტრაქტორია საქართველოს გავლით. ერთ-ერთ გვერდზე, რომელიც სასაზღვრო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის, გოჩა ბერიძის მიერაა მოპოვებული, ვხედავთ რუსული გემის და ტანკერის გადაადგილებას რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. ვანო ჩხარტიშვილის გასამდიდრებლად „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ყოველდღიურად ღალატობს. ამ პროცესში, ცხადია, რომ საქართველო რუსეთისთვის დახმარების პროცესში მონაწილეობს. ეს არის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, რის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობას უკრაინელების სისხლში იძულებით გვსვრის, მაგრამ თავად, „ქართული ოცნება" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკოსები, ვანო ჩხარტიშვილები და მისი „კლანი“ მდიდრდებიან. ისინი „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში შენარჩუნებას ემსახურებიან. ეს გემები რუსეთსა და საქართველოს შორის ყოველდღიურად მოძრაობენ. სავარაუდოდ, ჯერ ხდება ამ სანქცირებული ტვირთების წარმომავლობის „გათეთრება“ შემდეგ კი - მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირება. ამ ფაქტებზე დაყრდნობით, „ქართული ოცნება“ გღალატობთ თქვენ, მივმართავ მოსახლეობას, რომელსაც ევროინტეგრაციის სურვილი გაქვთ, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირისკენ სვლის ურყევი ნება გაქვთ - „ქართული ოცნება“ თქვენ რუსეთის კრიმინალურ და სისხლიან რეჟიმთან გაკავშირებთ! ამ დოკუმენტაციას, თან ახლავს საქართველოს შესაბამისი უწყებების, საზღვაო დეპარტამენტის მონაცემები ტვირთების ოდენობასთან და სახეობებთან დაკავშირებით. მოცემულია საშემოსავლო სამსახურის შესაბამისი ამონაწერები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ტყუილის მტკიცებულებაა", – აცხადებს კუპრაძე.

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება შესაცვლელია:

"უნდა გვესმოდეს რომ „ქართული ოცნება" კრემლისა და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. გავიაზროთ, რომ ეს ხელისუფლება შესაცვლელია, თორემ იქნება რუსული ტანკერები, კრუიზები და კანონი. მისი შეცვლის გარეშე ამ ქვეყანაში სტაბილურობა და ევროინტეგრაციის სწრაფი სვლა შეუძლებელია“.

დასავლეთმა არაერთხელ გააფრთხილა ქვეყნები, მათ შორის საქართველო შესაძლო სანქციების შესახებ, თუ რომელიმე სახელმწიფო რუსეთს საერტაშორისო სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას გაუწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S