Accentnews.ge
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პროცედურებს განმარტავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პროცედურებს განმარტავს

26/09/2023 10:21:49 პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ პროცედურებს განმარტავს.

"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად", –ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • სერვისების განვითარების სააგენტომ აშშ–ის მიერ სანქცირებული საქართვეელოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა პრეზიდენტს 20 სექტემბერს გადაუგზავნა. პრეზიდენტმა, რომელიც მანამდე დასკვნის დაუყოვნებლივ გადაგზავნას მოითხოვდა, ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S