სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრის შემდეგ: "ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე"
26/09/2023 11:32:40 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს რიგაში შეხვდა.
"დღეს შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ რინკევიჩსთან ჩვენი ევროპული გზის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობას ვუხდი ლატვიას საქართველოს გვერდით დგომისთვის წლების განმავლობაში. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე", – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მთავრობის უარის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს.


