Accentnews.ge
პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლის თანახმად, თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში ახლო ნათესავის ქონებრივი მონაცემებიც უნდა ასახოს

პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომლის თანახმად, თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში ახლო ნათესავის ქონებრივი მონაცემებიც უნდა ასახოს

26/09/2023 13:02:10 პოლიტიკა

პარლამენტში ინიცირებულია პოლიტიკური ჯგუფის - „საქართველოსთვის“ დეპუტატების პროექტი, რომლის თანახმად, თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში არამხოლოდ მის და ოჯახის წევრის სახელზე არსებული ქონება, არამედ ახლო ნათესავის ქონებრივი მონაცემებიც უნდა ასახოს.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. ინიციატორებმა მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს, თუმცა ბიუროს უმრავლესობამ მოთხოვნა არ გაითვალისწინა და კანონის პროექტის სტანდარტული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც „საქართველოსთვის“ დეპუტატები განმარტავენ, პროექტის მიღების შემთხვევაში, კორუფციული რისკები შემცირდება, საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების შესაძლებლობა გაუმჯობესდება და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა გაიზრდება.

„მისი მიღების შედეგად, გაუმჯობესდება ანტიკორუფციული ღონისძიებების მიმართულებით საქართველოს პროგრესი ევრორეკომენდაციების შესრულების ნაწილში“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S