26-09-2023 17:13:10 თავდაცვა ,რეკლამა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს პოლონეთის ქალაქ პოზნანის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და სავაჭრო სკოლა კომპლექსის მოსწავლეები სტუმრობენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პოლონელი მოსწავლეები და მასწავლებლები ერთი კვირის განმავლობაში ჩაერთვებიან ლიცეუმის სასწავლო პროგრამებსა და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში.
ლიცეუმის მასწავლებლებმა პოლონელი მოსწავლეებისთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამისა და საგაკვეთილო გეგმების შესაბამისად უკვე ჩაატარეს სახალისო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები. ისინი მთელი კვირის განმავლობაში იქნებიან ჩართული როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებით, ასევე ფიზიკურ აქტივობებში.
ლიცეუმსა და პოლონეთის ქალაქ პოზნანის სავაჭრო სკოლა კომპლექსს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ორმხრივი გაცვლითი პროგრამები, რაც გულისხმობს როგორც პოლონელი მოსწავლეების ვიზიტს ლიცეუმში, ასევე კადეტების ვიზიტს პოლონეთში. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს კადეტთა მოტივაციის ამაღლებას, გამოცდილებისა და ქვეყნებს შორის ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა გაზიარებას.