
საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს
09/12/2019 08:32:57 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა, ვიდრე ვინმე ელოდა. რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით და ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის. მე ვიქნები მორალურად ჩემი გუნდის გვერდით”,- განაცხადა ლევან სურგულაძემ.
სურგულაძის წასვლის მიზეზებზე დეტალურად არ უსაუბრია, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "სხვა გეგმები აქვს".
საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე გასული წლის სექტემბერში დაინიშნა.