ბაქოს საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხში პროგრესის მიღწევის იმედი აქვს

09-12-2019 13:48:10 კავკასია ,პოლიტიკა ,საგარეო პოლიტიკა

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამუშაოების ფარგლებში ექსპერტების მორიგი შხვედრა მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი, ხოლო ორმხრივი კომისიის სხდომა, 2020 წლის პირველ კვარტალში. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა. 

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, ვინაიდან ეს ორივე მხარისთვის აქტუალურია. საზღვრის 2/3 უკვე შეთანხმებულია, დარჩენილ 1/3-თან დაკავშირებით კი არსებობს გარკვეული შეუთახმებლობა, რომლის აღმოსაფხვრელად აუცილებელია, ექსპერტთა შეხვედრები გაგრძელდეს, გადაიხედოს დოკუმენტები, მათ შორის - საარქივო. კომისიის მორიგ სხდომამდე ექსპერტები შეხვედრებს გააგრძელებენ პროგრესის მისაღწევად. ექსპერტების შემდეგი შეხვედრა თბილისშია დაგეგმილი და იმედი მაქვს, იგი მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება. რაც შეეხება კომისიის სხდომას, ვიმედოვნებთ, იგი მომდევნო წლის პირველ კვარტალში ჩატარდება",- განაცხადა ხალიფოვმა და მოუწოდა ყველას, საკითხის პოლიტიზირებისგან თავი შეიკავონ.

ცნობისთვის: საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები 1996 წლიდან წარმოებს. ამ პროცესის ფარგლებში მხარეებმა სახელმწიფო სასაზღვრო ზოლის 480კმ-იდან 314 შეათანხმეს. ორმხრივი კომისიის ბოლო სხდომა 2019 წლის მაისში ბაქოში ჩატარდა. 

ახალი ამბები

სხვა სიახლეები