Accentnews.ge
აფეთქება მთიან ყარაბაღში – სომხეთში 125 ცხედარი გადაასვენეს

აფეთქება მთიან ყარაბაღში – სომხეთში 125 ცხედარი გადაასვენეს

26/09/2023 20:33:17 კავკასია

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 125 დაღუპულის ცხედარი გადაასვენეს,– ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში 67 დაზარალებულია მოთავსებული. უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე.

ორშაბათს საღამოს მთიან ყარაბაღში, სტეფანაკერტი-ასკერანის გზაზე არსებულ ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. პირველ დღეს მედია წერდა 20 დაღუპულის და 290 დაშავებულის შესახებ. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. რეგიონში ჩავიდა სომეხ ექიმთა ჯგუფი.

დიდი რაოდენობის მსხვერპლი აიხსნება ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს ადამიანების დაგროვებით, რომლებიც ცდილობდნენ სომხეთში გამგზავრებას მანქანებით და ავტობუსებით საწვავის მწვავე დეფიციტის პირობებში. ამას კი წინ უძროდა, აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს "ანტიტერორისტული ღონისძიებების" გამოცხადება.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ, რომლის პირობებიც იყო მთიანი ყარაბაღის არმიის განიარაღება და სომეხი სამხედროების გაყვანა არაღიარებული რესპუბლიკიდან, ეთნიკურმა სომხებმა დაიწყეს რეგიონის მასობრივად დატოვება უსაფრთხოების კუთხით წარმოქმნილი რისკების ფონზე. 26 სექტემბრის გვიან საღამოს მდგომარეობით, სომხეთში მთიანი ყარაბაღიდან 28120 იძულებით გადაადგილებული პირი შევიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S