სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
27/09/2023 07:42:51 პოლიტიკა
სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა.


