27-09-2023 12:06:05 პოლიტიკა
"თურნავას გამოცემული ბრძანება ქვეყანაში სანქციებისგან თავის დაძვრენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას და რუსულ ინტერესებს ემსახურება", - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, სავალუტო ფონდის მიერ პროგრამის შეჩერება ნიშნავს სერიოზულ კითხვების გაჩენას ორმხრივ პარტნიორობაში.
"ეროვნულმა ბანკმა და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს და მე მათ აღარ ვაცალკევებ, რადგან პარტიის ნაწილი და პარტიის ქვეორგანიზაციაა ეროვნული ბანკი, ამიტომ პარტიამ უნდა გაიგოს, რომ ამით აზიანებს არამხოლოდ ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ საფრთხეს ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის, არ ვლაპარაკობ მხოლოდ 70 მილიონის „გასროლაზე“ სახელმწიფო რეზერვებიდან, კურსის გაუფასურება გვიჯდება ფული თითოეულ მოქალაქეს. ამას გარდა სერიოზული კითხვები იქმნება საფინანსო სექტორის სტაბილურობასთან მიმართებით და ხომ არ გამოიწვევს ეს იმას, რომ ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებიც დასანქცირდნენ. ნათელა თურნავა შეიძლება დარჩეს ეროვნულ ბანკის ისტორიაში ადამიანად, რომელმაც სტატუსის გარეშე მოახერხა დაენგრია ბანკის დამოუკიდებლობა და სერიოზული კრიზისი გამოეწვია ქვეყანაში”, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ამავე თემაზე: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია.