აშშ და ევროკავშირი სომხეთს დახმარებას ჰპირდებიან

27-09-2023 12:50:16 მსოფლიო

აშშ და ევროკავშირი სომხეთს სასწრაფო წესით გამოყოფილ ჰუმანიტარულ დახმარებას პირდებიან.

ვაშინგტონი სომხეთს 11,5 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარებას გადაცემს. ევროკავშირმა კი განაცხადა, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას 5 მილიონ ევრომდე გაზრდის.

გერმანია აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები მთიან ყარაბაღში, იმ ფონზე, როცა რეგიონს ათი ათასობით ადამიანი ტოვებს.

ბოლო მონაცემებით, ყარაბაღიდან სომხეთში 28 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

მისი ცნობით, მთავრობა ყველა მოქალაქეს, ვისაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

22 სექტემბერს სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ "მზად არიან, ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავის სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ". სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.

ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები