27-09-2023 13:37:22 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 სექტემბერს გამოაცხადა, რომ რუსეთში შესვლა აუკრძალა ბრიტანეთის 23 მოქალაქეს, მათ შორის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელს, ადმირალ ტონი რადაკინს.
"ეს პირები მონაწილეობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვრთნაში, ან კოორდინაციას უწევდნენ მონაცემების მოპოვებას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგოც საგარეო უწყება ამბობს, სანქციების გაფართოებას კვლავაც გააგრძელებს, საჭიროებიდან გამომდინარე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშატბიანი შეჭრის შემდეგლონდონი კიევს როგორ ჰუმანიტარულ, ისე სამხედრო დახმარებას უწევს.